19 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის შეთანხმება სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის გადასცა.
19 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის შეთანხმება სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის გადასცა.
21 მარტს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს სამუშაო ვიზიტით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში შედგა.
ოსი მკლავჭიდელი ალან ბეტეევი გახდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თასის ჩემპიონი მკლავჭიდში. ბეტეევი ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის გუნდის შემადგენლობის სახელით გამოდიოდა.
ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე „იუნარმიის“ ინსტრუქტორები სკოლის მოსწავლეებისთვის საყოფაცხოვრებო უსაფრთხოების, პირველადი სამედიცინო დახმარების, საბრძოლო მომზადების საფუძვლების, ასევე რუსეთის ფედერაციისა და ოსეთის ისტორიის შესახებ გაკვეთილებს ჩაატარებენ. „იუნარმია“ (იგივე ახალგაზრდული არმია) სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობაა.
ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე ტაქტიკურმა ჯგუფებმა ივარჯიშეს. ორმხრივი ტაქტიკური სწავლება ძარწემის სამხედრო პოლიგონზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლები შეასრულეს.
ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე სამხედრო ექიმებმა ივარჯიშეს. მათ სპეციალური სადაზვერვო კომპლექსის „Стрелец“-ის მეშვეობით დაჭრილების ძებნისა და ევაკუაციის უნარები დაამუშავეს. სწავლება ძარწემის სამხედრო პოლიგონზე გაიმართა.
აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზისა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები „სატანკო ბიატლონისთვის“ ემზადებიან. „სატანკო ბიატლონი“ „არმიის საერთაშორისო თამაშების“ ერთ-ერთი კონკურსია.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „მამულის დამცველის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. „მამულის დამცველის დღე“ 23 თებერვალს აღინიშნება და უკავშირდება იმ ჯარისკაცთა ხსოვნას, რომლებიც „დიდი სამამულო ომის“ დროს (1941-1945 წლები) საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ.
„მამულის დამცველის“ დღესთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონის სკოლებში „სიმამაცის გაკვეთილები“ ტარდება, რაც ახალგაზრდა თაობის სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას ისახავს მიზნად. გაკვეთილები ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება.
15 თებერვალს ცხინვალის რეგიონში ინტერნაციონალისტი მებრძოლების ხსოვნის დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მებრძოლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე ტანკისტებმა ივარჯიშეს. სწავლება ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა. სამხედრო მოსამსახურეებს ის ტანკისტები აძლევდნენ მითითებებს, რომლებმაც 2021 წელს რიგით მე-7 „არმიის საერთაშორისო თამაშების“ ფარგლებში „სატანკო ბიატლონში“ გაიმარჯვეს.
ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ივარჯიშეს. წვრთნა ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა. სამხედრო მოსამსახურეებმა „Гранат-1“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურეებმა ივარჯიშეს. სპეციალური ტაქტიკური სწავლების ფარგლებში სამხედროებმა გაანადგურეს პირობითი დივერსანტები, რომლებიც ჰოსპიტლის აღებას ცდილობდნენ.
ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე დაარსების 13-წლისთავს აღნიშნავენ.
ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე ახალწვეულები ჩავიდნენ. ისინი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები არიან. რაიონულ გარნიზონებში ახალგაზრდა ოფიცრებს სამსახურებრივი საცხოვრებელი ფართი გადაეცათ.