რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო 15 სექტემბერს, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ეწვია.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო 15 სექტემბერს, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ეწვია.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ ტომას ჯიგკაევს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ უმასპინძლა.
19 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ედუარდ ბუთბა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრს, მიხაილ მურაშკოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა „უწყებებს“ შორის თანამშრომლობის მიმდინარეობა და 2024 წლის საკურორტო სეზონისთვის მზადების პროცესი განიხილეს.
აფხაზეთის „ჯანდაცვის სამინისტროსა“ და რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურს შორის „თანამშრომლობის მემორანდუმი“ გაფორმდა.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების „სამინისტროს“ რუსეთის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებამ ვერტმფრენი გადასცა.
აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, „სპუტნიკ ლაითის“ ახალი დოზები ჩაიტანეს. 2022 წლის იანვრის მონაცემებით, აფხაზეთში სულ 16 600 პირია აცრილი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე „სპუტნიკ ლაითით“ 6929 პირი აიცრა.
20 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის წარმომადგენლები მიიღო. მათ შორის იყო ელენა ბაბიჩენკო, საპენსიო ფონდის ფილიალის ხელმძღვანელი კრასნოდარის ტერიტორიისთვის ადლერის შიდა რაიონში. აღნიშნული ფილიალი უფლებამოსილია აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებში აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის საკითხებში.
26 იანვარს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი შეხვდა მაღალკვალიფიცრებულ სამედიცინო სპეციალისტებს დონბასის რეგიონიდან. მათ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს.
აფხაზეთის ჯანდაცვის „მინისტრის“ ედუარდ ბუტბას სამუშაო ვიზიტი მოსკოვში გრძელდება. 27 ნოემბერს ის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობას შეხვდა.
24 ნოემბერს „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ გალის რაიონული საავადმყოფო მოინახულა. მთავარმა ექიმმა ასტამურ გამგიამ ბჟანიას მოახსენა, რომ მაგნიტურ-რეზონანსული აპარატი, რომლის ღირებულება 11 მლნ 700 ათასი რუბლი იყო და რომელიც საავადმყოფოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე გადაეცა, უკვე ვეღარ ფუნქციონირებს.
აფხაზეთის ჯანდაცვის „მინისტრი“ ედუარდ ბუტბა მიმდინარე კვირას სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. ის რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან დე ფაქტო რესპუბლიკის წამლებით მომარაგებისა და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავს.
აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე მრავალპროფილურმა მობილურმა საავადმყოფომ ფუნქციონირება 19 აგვისტოს დაიწყო. პირველივე დღეს საავადმყოფომ კორონავირუსით დაინფიცირებული 15 პაციენტი მიიღო. მობილური საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და გათვლილია 100 საწოლზე, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 50 საწოლის დამატება.
რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს, საწოლფონდის გაზრდის მიზნით, მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო გაუგზავნა. ჰოსპიტალში 100 საწოლის განთავსება იქნება შესაძლებელი. მის შემადგენლობაში ასევე შედის 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული საბრძოლო ტექნიკა.
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება. 22 ივლისის მონაცემებით, საერთო ჯამში, 20 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 284-ს აღწევს. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი აფხაზეთს მრავალპროფილურ მობილურ საავადმყოფოს გაუგზავნის.
ცხინვალის რეგიონში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის მიღების მსურველთა რაოდენობა. 20 ივლისის მონაცემებით, „Спутник V“-ის პირველი კომპონენტი 702-მა პირმა მიიღო, 308 კი უკვე ორივე დოზით აიცრა.