ახალი ამბები

Tag: ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო

დაბრუნება სრულ სიაზე
ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დავალიანების 80% აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მოდის

რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატამ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის აუდიტი დაასრულა.

ვრცლადვრცლად
ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ლიკვიდირებულია

2020 წლის 9 სექტემბერს ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად გაუქმდა. გაუქმებული სამინისტროს მაგივრად ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის განვითარებაზე და 2025 წლამდე შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრა.

ვრცლადვრცლად
ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო გაზაფხულამდე შეასრულებს საკუთარ ფუნქციებს

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო საკუთარ ფუნქციებს მინიმუმ გაზაფხულამდე შეასრულებს.

ვრცლადვრცლად
ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონს ინსპექტირების მიზნით ესტუმრა

რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტების ინსპექტირების მიზნით, ცხინვალის რეგიონს სამდღინი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.

ვრცლადვრცლად
ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი: ქართველებს შორის ბევრი კარგი და საიმედო მეგობარი მყავს

რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასმა“ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის სერგეი ჩებოტარევის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მინისტრმა საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც ისაუბრა. ამ ეტაპზე ჩებოტარევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის მთავრობაში ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. იგი წლების განმავლობაში უშუალოდ მონაწილეობდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში.

ვრცლადვრცლად
იგორ კოშინმა რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2019 წლის 20 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინმა (იგორ კოშინის შესახებ დეტალურად იხ. აქ), რომელიც სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა.

ვრცლადვრცლად
ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ცხინვალს ესტუმრა

2019 წლის 29 იანვარს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალს ეწვია.

ვრცლადვრცლად
არსენ გაგლოევი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

2018 წლის 30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილედ არსენ გაგლოევი დანიშნა.

ვრცლადვრცლად
რუსეთი და აფხაზეთი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების პროექტს მოამზადებენ

2018 წლის 25 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის რიგით მე-17 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის საკითხი და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრის შედეგების საფუძველზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო 2020-2022 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების პროექტს 2019 წლის 15 თებერვლამდე შეიმუშავებენ.

ვრცლადვრცლად