ახალი ამბები

Tag: კონსტანტინ კოსაჩევი

დაბრუნება სრულ სიაზე
აფხაზეთის „პარლამენტის“ თავმჯდომარის ვიზიტი მოსკოვში

22 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ კოსაჩევი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადიმირ ბულავინი და მისი პირველი მოადგილე, ვლადიმირ ჩიჟოვი. დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ასევე იყვნენ ე.წ. პარლამენტის თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, თემურ შერგელია და რუსეთში ე.წ. საელჩოს მრჩეველი - მადინა ავიძბა.

ვრცლადვრცლად
ლაშა აშუბა მოსკოვში ვიაჩესლავ ვოლოდინს შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბა სამუშაო ვიზიტით მოსკოვში 2 ოქტომბრიდან იმყოფება. გუშინ მან რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერ კონსტანტინ კოსაჩევთან, დღეს კი სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინთან გამართა შეხვედრები.

ვრცლადვრცლად
რუსი დეპუტატების დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. დელეგაციის თავმჯდომარეა ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი, ხოლო დელეგაციის წევრები: ფედერაციის საბჭოს წევრები კრიმ კაზანაკოვი და ოლეგ სელეზნიოვი და სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ყაზბეკ ტაისაევი.

ვრცლადვრცლად
რუსეთის დუმა ცხინვალის რეგიონთან მორიგი შეთანხმების რატიფიცირებისთვის ემზადება

ცხინვალის რეგიონს ეწვია რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი.

ვრცლადვრცლად