ახალი ამბები
რუსეთის შს სამინისტროს დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა

რუსეთის შს სამინისტროს დელეგაცია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტროს ესტუმრა.  რუსეთის შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაციის ვიზიტის მიზანი ცხინვალისთვის პრაქტიკული დახმარების გაწევაა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმისგან დაცვაში ივარჯიშეს

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო პოლიციის დანაყოფმა მნიშვნელოვანი ობიექტების უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმისგან დაცვაში ივარჯიშა. წვრთნების დროს შეიარაღებაში ახალ მიღებული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები - „უტეს“ გამოიყენეს.

ვრცლადვრცლად
რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ყოფნის ვადა აღარ შეიზღუდება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებულ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებაში (18 მარტი, 2015 წელი) ცვლილებების პროექტი რატიფიკაციისთვის სახელმწიფო დუმას წარუდგინა. ცვლილება რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მოქალაქეების ყოფნის ვადაზე არსებული შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებს.

ვრცლადვრცლად
ზაფხულში რუსეთის ქალაქებიდან აფხაზეთში სამი სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს

რუსეთის ფედერაციის რკინიგზის წარმომადგენლის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში აფხაზეთის მიმართულებით სამი მატარებელი იმოძრავებს. მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან მატარებელი, ივნის-აგვისტოს პერიოდში, ყოველდღიურ რეჟიმში იმოძრავებს, სამარიდან კი, ივნის-ივლისში, კვირაში - სამ-ოთხჯერ.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში „რუსკი მირ“-ის ფილიალი გაიხსნა

ცხინვალის რეგიონში „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ რუსულ ფონდ „რუსკი მირ“-ის ფილიალი გაიხსნა. ფონდი 2007 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნდა და მისი მიზანია რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, განათლების პროგრამების მხარდაჭერა, რუსული ენის შენარჩუნება და განვითარება. ფონდის პრეზიდენტია ვიაჩესლავ ნიკონოვი.

ვრცლადვრცლად
რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა

2019 წლის 12 აპრილს ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი სერგეი ცეკოვი (ფედერაციის საბჭოში რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს წარმოადგენს), რომელიც რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის საპარლამენტათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეა. ცხინვალში კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

ვრცლადვრცლად
რუსეთის გენერალმა რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა შეამოწმა

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-მაიორი სერგეი რიჟკოვი ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზას სამუშაო ვიზიტით ეწვია. რიჟკოვმა პირადად შეამოწმა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ექსპლუატაციისა და რემონტის ხარისხი, პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სამხედრო დისციპლინა, ცხინვალის რეგიონში სამხედრო ქალაქების განვითარებისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის გადადგმული ნაბიჯები.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რუსმა მეზენიტეებმა ივარჯიშეს

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეზენიტეებმა პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო და საზღვაო ძალების სარაკეტო დარტყმებისგან მნიშვნელოვანი ობიექტების  დაცვაში ივარჯიშეს. სარაკეტო კომპლექსების დანაყოფებმა სასტარტო პოზიცია დაიკავეს, მოაწყვეს კავშირგაბმულობისა და მართვის სისტემა და ტექნიკა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.

ვრცლადვრცლად
მოსკოვში 2020-2022 წლებში ცხინვალის რეგიონის დაფინანსების საკითხი განიხილეს

2019 წლის 12 აპრილს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რუსული მხარის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თანათავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო ხელმძღვანელობდა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრმა სერგეი ჩებოტარევმაც. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამასთან, მიმდინარე საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან და 2019 წელს ცხინვალის რეგიონისთვის ფულის გამოყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში რუსეთის დაფინანსებით საბავშვო ბაღი აშენდა

ცხინვალში 100 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი საბავშვო ბაღი („ფარდიგ“) საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის  „ელჩი“ მარატ კულახმეტოვიც ესწრებოდნენ.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში რუსეთის დაფინანსებით სამედიცინო დაწესებულებები შენდება

რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარებით ცხინვალში სამედიცინო კლასტერი და ცხინვალის რეგიონში 20-ზე მეტი სამკურნალო დაწესებულება აშენდა. ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2015-2017 წლების საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი 1.5 მლრდ რუბლით მრავალპროფილური სამედიცინო კლასტერი შეიქმნა.

ვრცლადვრცლად
ბიბილოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მიიღო

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მიიღო. რუსეთის დელეგაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე სერგეი ისტრაკოვი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და ხელმოწერილი შეთანხმებების განხორციელების საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრობს

აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ვლადიმირ ნეკრასოვმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს ნეკრასოვმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლები დააფასეს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა, იგორ ნანიევმა, რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს რუსეთის შს სამინისტროს საუწყებო ჯილდოები გადასცა, ცენტრის დაფუძნებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ვრცლადვრცლად
სოხუმში დაღუპული რუსი მესაზღვრე გაიხსენეს

სოხუმში მესაზღვრეების ხეივანში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელის, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილი კვიტკოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა.

ვრცლადვრცლად