ახალი ამბები

Tag: სერგეი ჩებოტარევი

დაბრუნება სრულ სიაზე
ჩებოტარევი მედვედევის სამდივნოს უხელმძღვანელებს

2020 წლის 11 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ჩებოტარევი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

ვრცლადვრცლად
ბიბილოვი დიმიტრი კოზაკს შეხვდა

2020 წლის 28 თებერვალს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორებმა რუსეთის მთავრობა დატოვეს

2020 წლის 21 იანვარს რუსეთის ფედერაციის ახალი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეები და მინისტრები დაამტკიცეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებებია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.

ვრცლადვრცლად
რუსეთის დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

2019 წლის 9 ოქტომბერს, აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაში ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა რუსეთის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი რუსეთის მთავრობის წევრებს შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმ-2019-ის პლენარულ სხდომაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გახსნა. ფორუმის ფარგლებში ბგანბა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერ ვიტალი მუტკოს, ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკსა და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის მ.შ. ალექსანდრ ბეგლოვსაც შეხვდა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: მოსკოვში სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 29 მაისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის თანათავჯდომარეების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 2017-2019 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის შესრულების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე სამთავრობათაშორისი კომისიის მომავალი სხდომის დღის წესრიგი და ახალი საინვესტიციო პროგრამის საკითხიც განიხილეს.

ვრცლადვრცლად
ანატოლი ბიბილოვი რუსეთის მინისტრებს შეხვდა

2019 წლის 27-28 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვს ესტუმრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბიბილოვი  რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შეხვდა.

ვრცლადვრცლად
2020-2022 წლებში რუსეთი ცხინვალს 4.5 მლრდ რუბლს გამოუყოფს

2019 წლის 19 აპრილს, ცხინვალში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-20 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა მოიწონეს.

ვრცლადვრცლად
მოსკოვში 2020-2022 წლებში ცხინვალის რეგიონის დაფინანსების საკითხი განიხილეს

2019 წლის 12 აპრილს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რუსული მხარის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თანათავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო ხელმძღვანელობდა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრმა სერგეი ჩებოტარევმაც. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამასთან, მიმდინარე საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან და 2019 წელს ცხინვალის რეგიონისთვის ფულის გამოყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
სერგეი ჩებოტარევმა ბიბილოვს ტელეგრამა გაუგზავნა

2019 წლის 18 მარტს, ცხინვალის რეგიონში 28 წლის წინათ მომხდარი მოვლენა გაიხსენეს. (ოსური მხარის შეფასებით, 1991 წლის 18 მარტს, სოფ. ერედვთან ქართველმა შეიარაღებულმა პირებმა სოფ. დმენისიდან ცხინვალისკენ მიმავალი ავტობუსი შეაჩერეს, 25 ეთნიკურად ოსი მოქალაქე დააკავეს და მათ შორის 12 მამაკაცი წამების შემდეგ ცოცხლად დამარხეს). ღონისძიებაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმაც მიიღეს მონაწილეობა.

ვრცლადვრცლად