ახალი ამბები
აფხაზეთისა და ადიღეს მუფთები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

2019 წლის 2 მაისს ქ. მაიკოპის მეჩეთში აფხაზეთის მუსლიმთა ერთიანი სასულიერო სამმართველოს მუფთმა თიმურ ძიბამ და ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს მუფთმა ასკარბია კარდანოვმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთისა და ადიღეს მუფთებმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ვრცლადვრცლად
კრემლის პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში: აპრილის მნიშვნელოვანი ამბები

2019 წლის აპრილში კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი დანიშნა. აპრილში რამდენიმე მნიშვნელოვანი დელეგაცია ესტუმრა ცხინვალის რეგიონს, მათ შორის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ხელმძღვანელობით. კრემლში ასევე გადაწყდა 2020-2022 წლებში ცხინვალის რეგიონის დაფინანსების საკითხი. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის აპრილში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

ვრცლადვრცლად
რუსმა მესაზღვრეებმა 10 წლის იუბილე აღნიშნეს

2019 წლის 30 აპრილს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაარსებიდან 10 წლისთავი აღნიშნეს. ცხინვალში საზეიმო ღონისძიება კინოსაკონცერტო დარბაზ „ჩერმენ“-ში გაიმართა, საზეიმო  მიტინგი გაიმართა სოხუმშიც.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონი: 2018-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის შესრულების ანგარიში

2019 წლის 22-24 აპრილს ცხინვალის რეგიონს წარმომადგენლობითი რუსული დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მოხსენებით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი  მაქსიმ სმირნოვი, რომელმაც ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის შესრულების შესახებ ისაუბრა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის მოსახლეობის დისპანსერიზაცია გრძელდება

რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ექიმთა ჯგუფი აფხაზეთის მოსახლეობის დისპანსერიზაციას აგრძელებს. აფხაზეთის მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაცია 2019 წლის 5 აპრილს გალის რაიონიდან დაიწყო, სადაც ექიმთა ჯგუფმა 2000-მდე ადამიანს ჩაუტარა გამოკვლევა. დისპანსერიზაცია 1700 პაციენტს ჩაუტარდა ტყვარჩელის რაიონში.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მოსკოვის კონფერენციას დაესწრო

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა მოსკოვში უსაფრთხოების საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. იგი პლენარულ სხდომაზე - „საერთაშორისო მშვიდობისმყოფელობა: ახალი მიდგომები და სამხედრო თანამშრომლობა“ - მოხსენებით გამოვიდა.

ვრცლადვრცლად
რუსეთის დიდი დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა

2019 წლის 22 აპრილს, ცხინვალის რეგიონს, რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისი დელეგაცია უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ხელმძღვანელობით, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. დელეგაციის ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის შედეგია, რომელიც 2019 წლის 6 მარტს მოსკოვში გაიმართა.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონს რუსი სპეციალისტები განაღმავენ

რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გამნაღველთა ჯგუფი ჰუმანიტარული მისიით მეოთხეჯერ ესტუმრება ცხინვალის რეგიონს. სამინისტროს განსაკუთრებული რისკის სამაშველო ოპერაციების ჩატარების ცენტრის - „ლიდერ“-ის სპეციალისტები ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების განაღმვას განახორციელებენ.

ვრცლადვრცლად
სოხუმში საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 22 აპრილს, სოხუმში, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა. აფხაზური მხრიდან სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე იყო დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, რუსეთის მხრიდან - ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში სამეთაურო-საშტაბო სწავლება დაიწყო

აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებთან ერთად სამეთაურო-საშტაბო წვრთნები დაიწყეს. სწავლების ფარგლებში პირველად მოხდება პირადი შემადგენლობის ორ დაპირისპირებულ ნაწილად დაყოფა, რომლებიც კვირის განმავლობაში მთაგორიან-ტყიან ადგილებში პირობით საბრძოლო მოქმედებებს განახორციელებენ.

ვრცლადვრცლად
2020-2022 წლებში რუსეთი ცხინვალს 4.5 მლრდ რუბლს გამოუყოფს

2019 წლის 19 აპრილს, ცხინვალში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-20 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა მოიწონეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რუსეთის „ელჩის“ ინტერვიუ: ძირითადი საკითხები

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს დვინიანინმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

ვრცლადვრცლად
კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი დანიშნა: ვინ არის ალექსეი ფილატოვი

2019 წლის 17 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ალექსეი ფილატოვი დაინიშნა. ამავე ბრძანებით თანამდებობა დატოვა სამმართველოს უფროსმა ოლეგ გოვორუნმა, რომლის გადადგომის შესახებ ხმები 4 აპრილს გავრცელდა. ღია წყაროებში ფილატოვის შესახებ მწირი ინფორმაციაა, თუმცა არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი კარგად იცნობს ცხინვალის რეგიონს.

ვრცლადვრცლად
ანატოლი ბიბილოვი: "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, იალტის რიგით მეხუთე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე ვიზიტის ფარგლებში ბიბილოვმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ცალსახად მართებულ და აბსოლუტურად კანონიერ გადაწყვეტილებად შეაფასა. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონმაც ყირიმის გზა უნდა გაიაროს და რუსეთს შეუერთდეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რუსეთიდან ჩამოსულმა ექიმებმა დისპანსერიზაცია დაიწყეს

რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ექიმთა ჯგუფმა 11-16 აპრილს ქ. ტყვარჩელში დისპანსერიზაცია ჩაატარა. დისპანსერიზაცია ტყვარჩელის რაიონში სულ 1700 კაცმა გაიარა. ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სპეციალისტებმა შეამოწმეს.

ვრცლადვრცლად