ახალი ამბები

Tag: ბიუჯეტი

დაბრუნება სრულ სიაზე
ცხინვალის რეგიონში "საჯარო მოხელეებს" შრომითი ანაზღაურება გაეზრდებათ

ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ საელჩო რუსეთში ინფორმაციას ავრცელებს ე.წ. სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურებში დასაქმებულთათვის ანაზღაურების  გაზრდის შესახებ.

ვრცლადვრცლად
რუსეთმა და ცხინვალის რეგიონმა „საჯარო სექტორში“ ხელფასების გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

25 ივნისს მოსკოვში რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ანტონ კოტიაკოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა - გენადი ბეკოევმა შეთანხმება გააფორმეს.  შეთანხმება რუსეთის ბიუჯეტის დაფინანსებით ცხინვალის რეგიონში „საჯარო სექტორში“ ხელფასების გაზრდას მოიაზრებს.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში ხელფასები გაიზრდება

25 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი ბეკოევი მოსკოვში რუსეთის შრომის მინისტრს - ანტონ კოტიაკოვს შეხვდა. მათ ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც ცხინვალის რეგიონში „სახელმწიფო“ და „მუნიციპალურ“ უწყებებში ანაზღაურების გაზრდას გულისხმობს. შეთანხმება გარკვეული პროცედურების შემდეგ ამოქმედდება და ხელფასების მომატება 2021 წლის 1 იანვრიდან აითვლება.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი სახელმწიფო მუშაკთა ხელფასების თანადაფინანსებაში რუსეთის წილს ამცირებს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 31 მარტის სესიაზე რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების ცვლილების პროტოკოლის რატიფიკაცია მოახდინა. ხელშეკრულება ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და სოციალური მომსახურების სფეროში საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდას რუსეთის თანადაფინანსების ხარჯზე მოიაზრებს.

ვრცლადვრცლად
2021 წლის ცხინვალის რეგიონის ბიუჯეტის 80%-ს რუსეთი დააფინანსებს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ბიუჯეტისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარის ელენა ჯიოევას განცხადებით,  ცხინვალის რეგიონის ბიუჯეტი 2021 წელს დაახლოებით 7,739 მლრდ რუბლს შეადგენს. აქედან 81.7 % რუსეთის ფინანსური მხარდაჭერა იქნება, ხოლო თავად ცხინვალის რეგიონის შემოსავლები - 1,414 მლრდ რუბლი, რაც ბიუჯეტის 18.3 %-ს შეადგენს.

ვრცლადვრცლად
ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან ხელშეკრულებით ხელფასების გაზრდას გეგმავს

ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გასცა განკარგულება, რომ მომზადდეს რუსეთთან ხელშეკრულების პროექტი, რომელიც საჯარო სექტორში მომუშავეების ხელფასის ზრდას ითვალისწინებს. ხელფასების ზრდა 2021 წლის 1 იანვრიდან დაიწყება, რისთვისაც დანამატების მოგვიანებით დარიცხვა გახდება საჭირო.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში 2021 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა რუსულ დაფინანსებას 2021 წელსაც მიიღებს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის 2021 წლის ბიუჯეტში რუსული დახმარებაც აისახება

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პროექტი დე ფაქტო დეპუტატებს დე ფაქტო ფინანსთა მინისტრმა ვლადიმირ დელბამ წარუდგინა.

ვრცლადვრცლად
2021 წელს რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ხელფასებისთვის 1.3 მლრდ რუბლს გამოჰყოფს

2021 წლისთვის რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების ხელფასების მომატებისთვის 1.3 მლრდ რუბლს გამოჰყოფს. ხელფასების მომატება 2021 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული.

ვრცლადვრცლად
მაისიდან ცხინვალის რეგიონში გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის აზა ხაბალოვას განცხადებით, საბიუჯეტო სფეროს ცალკეული კატეგორიის თანამშრომლები გაზრდილ ხელფასებს მაისიდან მიიღებენ.

ვრცლადვრცლად
რუსეთის მთავრობა ცხინვალის რეგიონის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისთვის ხელფასის მომატების საკითხს განიხილავს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერაციის მთავრობა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ფულადი შემწეობების გაზრდის შეთანხმების მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვას გეგმავს.

ვრცლადვრცლად
რუსეთი ცხინვალის რეგიონის საჯარო მოხელეების ხელფასებს დააფინანსებს

რუსეთის ფედერაციაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა, ზნაურ გასიევმა და რუსეთის ფედერაციის შრომის მინისტრმა, მაქსიმ ტოპილინმა მოსკოვში ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომლის ძალითაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულებების თანამშრომლებს, რუსეთის თანადაფინანსების ხარჯზე, ხელფასები მოემატებათ.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტს ერთხმად დაუჭირა მხარი. ბიუჯეტის 82% რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარება იქნება.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის 2020 წლის ბიუჯეტის დიდ ნაწილს რუსეთი დააფინანსებს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „აფხაზეთის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში რუსული ფულის ხარჯვას კონტროლის პალატა შეამოწმებს

რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატის წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანია 2019 წელს რუსეთის ფინანსური დახმარების გამოყენებაზე ერთობლივი კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.

ვრცლადვრცლად