ახალი ამბები
2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა: რუსული ფული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისთვის

ავტორი: არსენ არაქელოვი

ვრცლადვრცლად
ასლან ბჟანია რაშიდ ნურგალიევს შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ნურგალიევი უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

ვრცლადვრცლად
„Duty Free“ მაღაზიები ოკუპირებულ აფხაზეთში

ავტორი: ბექა ირომაშვილი

ვრცლადვრცლად
მოსკოვის მთავრობის ვიზიტი სოხუმში

ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო მერი, ბესლან ეშბა შეხვდა მოსკოვის მთავრობის დელეგაციას, მოსკოვის საგარეო ეკონომიკისა და საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, იგორ ტკაჩს. შეხვედრას ესწრებოდა სოხუმში მდებარე „მოსკოვის სახლის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბიგვავა.

ვრცლადვრცლად
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდი: მხარეთა შეფასებები

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

ვრცლადვრცლად
თანამშრომლობის შეთანხმება სოხუმსა და ნიჟნი ნოვგოროდს შორის

სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის განცხადებით,  ოკუპირებული სოხუმის მუნიციპალურ კომპანიას - „არგო-ინვესტ“-სა და ნიჟნი ნოვგოროდის მუნიციპალურ კომპანიას - „ნიჟნი ნოვგოროდის ტურიზმის სამმართველო“ შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

ვრცლადვრცლად
ინალ არძინბასა და რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრის შეხვედრა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა რუსეთის ციფრული განვითარების, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრს, მაკსუტ შადაევს შეხვდა.

ვრცლადვრცლად
დე ფაქტო შს მინისტრისა და რუსეთის საზღვრისპირა რეგიონების შსს-ს დელეგაციის შეხვედრა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრმა, ვალტერ ბუთბამ მონაწილეობა მიიღო სოჭში გამართულ რუსეთის საზღვრისპირა რეგიონების შსს-ს უწყებათაშორის ორმხრივ კომიტეტში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კრასნოდარის მხარის, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერალური ტერიტორიის „სირიუსი“ შსს-ის წარმომადგენლები.

ვრცლადვრცლად
არძინბასა და მიხეილ ბოგდანოვის შეხვედრა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს რუსეთის მაღალჩინოსნებთან. არძინბა შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ბოგდანოვს.

ვრცლადვრცლად
რწმუნებათა სიგელი ვლადიმერ პუტინს

რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ელჩმა", ალხას კვიცინიამ კრემლში რწმუნებათა სიგელი გადასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში საკონტეინერო გადაზიდვების რუსული კომპანია „SMARTLOG" გამოჩნდა

ავტორი: ბექა ირომაშვილი

ვრცლადვრცლად
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და ოკუპირებული რეგიონები

31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. ბოლო კონცეფცია 2016 წელს მიიღეს. კონცეფციაში პრიორიტეტული მიმართულებაა მოკავშირეების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების.

ვრცლადვრცლად
შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თაობაზე

რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ტუჟბასა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველს, კონსტანტინე კოჩიევს. შეხვედრაზე განიხილებოდა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში დიალოგის აღდგენის საკითხი.

ვრცლადვრცლად
გრიგორი კარასინისა და ალან გაგლოევის მრჩევლის შეხვედრა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველს, კონსტანტინე კოჩიევს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში დიალოგის აღდგენა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთისა და რუსეთის უშიშროების საბჭოების 2023-2024 წლების თანამშრომლობის გეგმა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს. შეხვედრაზე მხარეებმა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად