1 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსს, იგორ მასლოვს შეხვდა. მასლოვი რეგიონს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია.