13 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დმიტრი ფედოტოვს შეხვდა.
5 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სერგეი კომისაროვი რუს თანამემამულეთა ერთ-ერთი ორგანიზაციის - „როსი“ თავმჯდომარეს, სვეტლანა კოტაევას შეხვდა.
16 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს (შემდგომში - „რუსული სახლი“) წარმომადგენელი, სერგეი კომისაროვი „რესპუბლიკურ ბავშვთა ბიბლიოთეკაში“ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
14 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სერგეი კომისაროვი რეგიონში რუს თანამემამულეთა ერთ-ერთი ორგანიზაციის - „როსი“ თავმჯდომარეს, სვეტლანა კოტაევას შეხვდა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დსთ-ს ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სერგეი სკვორცოვმა ოკუპირებულ რეგიონში თავისი 5 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა.
დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტომ („რუსული სახლი“) ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საბიბლიოთეკო ფონდს გადასცა 20 ათასი სახელმძღვანელო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „რუსული სახლის“ ხელმძღვანელის, სერგეი სკვორცოვის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება რუსეთის სახელმწიფო პროგრამის - „განათლების განვითარება“ მორიგი ეტაპია.
აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დმიტრი ფედოტოვის განცხადებით, 2023- 2024 სასწავლო წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის 110 ადგილი გამოიყო.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ედგარ გვაზავას ახალი, საავტორო პროექტის - „მულტიპოლარულობა“ ფარგლებში, პირველი ინტერვიუ ევგენი პრიმაკოვთან შედგა. პრიმაკოვი დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) თავმჯდომარეა და რუსეთის "რბილი ძალის" განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.
8 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დმიტრი ფედოტოვს შეხვდა.
ცხინვალის რეგიონის ხუთი მოსწავლე საყოველთაო რუსული კონკურსის, „დიდი ცვლილების“ ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ჯილდოს სახით ისინი 13 ივლისს „არტეკის“ ბანაკში გაემგზავრებიან. ამის შესახებ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის თანამშრომელმა განაცხადა.
8 ივლისს ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის მორიგი კონკურსი დასრულდა.
6 ივლისს ქ. სოხუმში, მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში რუსი ფოტოგრაფის, მოგზაურისა და საზოგადო მოღვაწის, იდა ტაუბეს გამოფენა გაიმართა. ის 20 წლის განმავლობაში კამჩატკაზე ცხოვრობდა.